ფეხბურთი

10:58 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერი: "რონალდუს მოძრაობები კარგად ვიცი, ამიტომ მისი არ მეშინია"

მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარემ მანუელ ნოიერმა თავდამსხმელებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კიპერებს რამდენიმე გზა აქვთ პირისპირ დარჩენილ თავდამსხმელთან დუელის მოსაგებად.

მაგალითად ნოიერმა კრიშტიანუ რონალდუ მოიყვანა და თქვა, რომ მისი არ ეშინია, რადგან კარგად იცნობს პორტუგალიელის მოძრაობებს.

„მეკარეს რამდენიმე გზა აქვს, რომ მის წინ მყოფ თავდამსხმელს ცხოვრება გაურთულოს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის იქ. ჩემს პირისპირ რონალდუ ბევრჯერ ყოფილა, რომლის წინააღმდეგაც რამდენჯერმე მითამაშია და ეს ჩემთვის უპირატესობაა, რადგან ვიცი მისი მოძრაობები. როდესაც ის ჩემს წინ არის, არ ვფიქრობ, რომ აქ რონალდუა და რა უნდა გავაკეთო, მეშინია... ჩემს პირისპირ მყოფი რონალდუ არ მაშინებს“, - აღნიშნა ნოიერმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს მანუელ ნოიერის კარში 2012-2017 წლებში მადრიდის „რეალის“ მაისურით 9 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133423