ფეხბურთი

18:38 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "პსჟ-ს წევრების მხრიდან მესიზე ამდენი ლაპარაკი უპატივცემულობაა"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ანხელ დი მარიას უპასუხა. არგენტინელმა განაცხადა, რომ დიდი შანსია ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდეს, რაზეც კუმანის პასუხმაც არ დააყოვნა და პსჟ-ს წევრები უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

„არასწორია გარკვეული რაღაცების თქმა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ მატჩამდე სიტუაციას ამწვავებს. ეს არ არის სწორი და უპატივცემულობაა ამდენი ლაპარაკი ფეხბურთელზე, რომელიც კვლავ „ბარსელონაში“ თამაშობს“, - აღნიშნა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ და „პარი სენ ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში 16 თებერვალს და 10 მარტს დაუპირისპირდებიან. ლიონელ მესის ესპანურ გუნდთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მის გახანგრძლივებაზე მხარეები ჯერჯერობით მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ.

0.109319