ფეხბურთი

18:06 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "იბრაჰიმოვიჩი ბოლო 20 წლის ყველაზე საოცარი ფეხბურთელია"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ვერმოგება სულაც არ აკნინებს რომელიმე ფეხბურთელს ან მწვრთნელს.

მაგალითად, „განსაკუთრებულმა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოიყვანა, რომელსაც ბოლო 20 წელიწადში ყველაზე დიდი წარმოუდგენელი მოთამაშე უწოდა.

„ჩემპიონთა ლიგის მოგება ისტორიის დაწერას ნიშნავს, მაგრამ არსებობენ დიდი მწვრთნელები, რომელთაც ის არასდროს მოუგიათ. ზოგჯერ შეიძლება დიდმა ფეხბურთელებმაც ვერ მოიგეს. ჩემი აზრით, ბოლო 20 წლის ყველაზე წარმოუდგენელი მოთამაშე ზლატან იბრაჰიმოვიჩია. ის 39 წლისაა, მაგრამ კვლავ ფანტასტიკური ფეხბურთელია და ჩემპიონთა ლიგა არასდროს მოუგია. შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ხარ კარგი მწვრთნელი ან ფენომენალური ფეხბურთელი“, - თქვა მოურინიომ.

აქვე გეტყვით, რომ ჟოზე მოურინიო ზლატან იბრაჰიმოვიჩს მილანის "ინტერსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში" ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111038