ფეხბურთი

14:49 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხესე: „მბაპეს უყვარს „რეალი“ და სიამოვნებით გადავიდოდა მადრიდულ კლუბში“

„ლას პალმასის“ ნახევარმცველმა, ხესე როდრიგესმა, რომელიც თავის დროზე „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი კილიან მბაპე, ერთხელაც აუცილებლად მოირგებს მადრიდის „რეალის“ მაისურას.

„მბაპე სიხარულით ითამაშებდა „რეალში.“ მისი კერპი ყოველთვის იყო კრიშტიანუ რონალდუ. კილიანს უყვარს „სამეფო კლუბი“ და ერთხელაც აუცილებლად მოირგებს მის მაისურას.“ - ციტირებს ხესეს სიტყვებს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ მბაპე კარგა ხანია „რეალის“ სატარნსფერო მიზანია. მადრიდელებს ფრანგის გადაბირება ზაფხულში სურდათ, მაგრამ კორონაპანდემიით გამოწვეულმა ფინანსურმა პრობლემებმა მათი გეგმები შეცვალა.

0.119775