ფეხბურთი

12:23 | 4.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტერი: „პრემიერლიგის ფავორიტი „მანჩესტერ სიტია“

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა კაპიტანმა, ჯონ ტერიმ, რომელიც ამჟამად „ასტონ ვილას“ მწვრთნელის ასისტენტია, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარე პრემიერლიგის ფავორიტი „მანჩესტერ სიტია.“

„სეზონის დასაწყისშივე ვამბობდი, რომ „სიტი“ ფავორიტია. „ასტონ ვილა“ ახლახან ეთამაშა მათ. ისეთი გუნდია, რომელიც მოწინააღმდეგის სათამაშო სტილზე არ არის დამოკიდებული. მათ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ. საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ და ამას შედეგებითაც ამტკიცებენ. ისეთი ფანტასტიკური მოძრაობები აქვთ, ჩვენმა მოთამაშეებმა არ იცოდნენ, რა ეღონათ მათ წინააღმდეგ.“ - ციტირებს ტერის სიტყვებს TalkSport.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122327