ფეხბურთი

15:50 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენციიდან "მონცაში" - რიბერის ტრანსფერი კლუბის შედეგზეა დამოკიდებული

ფლორენციის „ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი შესაძლოა „მონცაში“ გადავიდეს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, სერია B-ში მოასპარეზე გუნდის ხელმძღვანელობა ფრანგ ფეხბურთელს იმ შემთხვევაში შეიძენს, თუ გუნდი სეზონის ბოლოს სერია A- ში აღზევდება.

რიბერი „ფიორენტინაში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და მისი კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს სრულდება. ფრანგმა ფეხბურთელმა 2020-2021 წლების სეზონში „იების“ შემადგენლობაში 18 შეხვედრა ჩაატარა და ერთ გოლთან ერთად 5 საგოლე პასი მიითვალა.

აქვე გეტყვით, რომ „მონცაში“ ამჟამად კევინ პრინს ბოატენგი და მარიო ბალოტელი თამაშობენ და გუნდი 20 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111014