ფეხბურთი

14:52 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სუპერთასი 21 თებერვალს გაიმართება

2021 წლის საქართველოს სუპერთასის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია. ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა.

საქართველოს სუპერთასის შეხვედრას 21 თებერვალს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი თბილისის "დინამო" და თასის მფლობელი "გაგრა" დაუპირისპირდებიან. 2021 წლის სეზონის პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ Covid 19-ის პანდემიდან გამომდინარე 2021 წლის საქართველოს სუპერთასის მატჩი მაყურებლის გარეშე, ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12362