კალათბურთი

10:23 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ისევ ძალიან ცოტა დრო და 3 ქულა: ბითაძეს "ინდიანაში" არ ენდობიან

NBA-ს მორიგ კალენდარულ დღეს გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „მემფის გრიზლის“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 134:116 დაამარცხა, რის შედეგადაც ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს ისევ ძალიან მწირი სათამაშო დრო მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ „ინდიანა“ პირველი ტაიმის შემდეგ ძალზე სოლიდური უპირატესობით იგებდა და ალბათ, ახლა მაინც შეიძლებოდა გოგას უფრო მეტად დატვირთვა. საბოლოო ჯამში ბითაძემ პარკეტზე 6:37 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 3 ქულა მიითვალა. გოგას არც ორქულიანი უსვრია და არც სამქულიანი, 4-ჯერ დადგა საჯარიმო ხაზზე და სამჯერ ბურთი კალათში მოათავსა.

„ინდიანას“ რიგებში საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 32 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. მალკოლმ ბროგდონის აქტივში 23 ქულა, 2 მოხსნა და 7 პასია, ხოლო მაილს ტერნერმა 22 ქულით 11 მოხსნითა და 3 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

„ინდიანა პეისერსს“ 12 გამარჯვების საპირისპიროდ 9 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე-მეოთხე ადგილებს „მილუოკი ბაქსთან“ ერთად იყოფს და მომდევნო მატჩს 4 თებერვალს, სწორედ მის წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11221