ფეხბურთი

2:51 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

9:0 - "მანჩესტერმა" მეორედ მოიგო და "საუთჰემპტონმა" მეორედ წააგო...

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში უჩვეულო ანგარიში დაფიქსირდა - 9:0. სწორედ ასე მოუგო „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „საუთჰემპტონს...

ოლე გუნარ სულშერის გუნდმა 9 გოლი გაიტანა და მხოლოდ ენტონი მარსიალი იყო ის, ვინც დუბლი შეასრულა, ხოლო დანარჩენებმა თითოჯერ ივარგეს. რა თქმა უნდა, თამაშის აღწერით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი: პრემიერლიგის ისტორიაში მესამედ დაფიქსირდა მსგავსი ანგარიში (9:0) და აქედან ორჯერ „მანჩესტერმა“ მოიგო და ორჯერ „საუთჰემპტონმა“ წააგო.

1995 წელს „მანიუმ“ „იფსვიჩ თაუნს“ გადაურბინა, გასულ სეზონში, კერძოდ, 2019 წლის ოქტომბერში „საუთჰემპტონმა“ შინ „ლესტერთან“ წააგო 0:9 და ტრადიცია არც მიმდინარე სეზონში დაარღვია...

„მანჩესტერი“ პრემიერლგიაში 44 ქულით „მანჩესტერ სიტის“ გაუთანაბრდა, მაგრამ ორი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული, ხოლო „საუთჰემპტონი“ 29 ქულით მე-12 ადგილზეა.

„მანჩესტერი“ – „საუთჰემპტონი“ 9:0 (4:0)

გოლები: 1:0 ვან-ბისაკა (18), 2:0 რაშფორდი (25), 3:0 ბედნარეკი (34, ა.გ), 4:0 კავანი (39), 5:0 მარსიალი (69), 6:0 მაკტომინეი (71), 7:0 ბრუნო ფერნანდეში (87, პენ), 8:0 მარსიალი (90), 9:0 ჯეიმსი (90)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133465