ფეხბურთი

0:27 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მატია დესტრო დასახელდა

იტალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სერია A-ს იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად „ჯენოას“ თავდამსხმელი მატია დესტრო დაასახელა.

გამოცდილმა ფორვარდმა იანვარში 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა შეძლო. მთლიანობაში დესტროს, რომელსაც არაერთ გუნდში, მათ შორის, „რომასა“ და „მილანში“ უთამაშია, სეზონის 16 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 9 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ დეკემბერში საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი „მილანის“ ნახევარმცველ ჰაკან ჩალჰანოღლუს ერგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102248