ფეხბურთი

22:55 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბექა მიქელთაძემ "როტორი" დატოვა

ბექა მიქელთაძემ ვოლგოგრადის „როტორი“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსული გუნდის ვებგვერდმა გაავრცელა და მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდა.

მიქელთაძე „როტორში“ ერთი წლის წინ ყაზანის „რუბინიდან“ გადავიდა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა და 14 უგოლო მატჩი ჩაატარა. ამრიგად, ვოლგოგრადულ გუნდში ქართველების რაოდენობა შემცირდა.

ახლა „როტორში“ გიორგი არაბიძე, ზურიკო დავითაშვილი, სოლომონ კვირკველია და რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანი თამაშობენ. ცნობისთვის, ილია ბერიაშვილი საქართველოშ დაბრუნდა, რომელიც „როტორში“ სინჯებზე იმყოფებოდა.

მიქელთაძეს რაც შეეხება, 23 წლის თავდამსხმელს „ზესტაფონის“, „დინამო თბილისის“, „რუსთავის“, „ანორთოსისისა“ და „რუბინის“ შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122642