ფეხბურთი

21:40 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა პსჟ-სთან კონტრაქტის 4 წლით გაახანგრძლივებს

„პარი სენ ჟერმენი“ და ნეიმარი უახლოეს ხანში ახალ კონტრაქტს გააფორმებენ. ბრაზილიური და ესპანური მედია იტყობინებიან, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საფრანგეთში დარჩენის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.

ნეიმარი პსჟ-სთან კონტრაქტის 4 წლით განაახლებს და კლუბში 2026 წლამდე დარჩება. შესაძლოა, ცნობა მიმდინარე კვირაშიც კი ოფიციალურად დადასტურდეს.

შეგახსენებთ, ნეიმარი პარიზული გუნდის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 101 მატჩში 83 გოლის გატანა მოახერხა.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116176