ფეხბურთი

20:03 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ვილაშ-ბოაშმა "მარსელი" დატოვა

მარსელის „ოლიმპიკის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდრე ვილაშ-ბოაშმა დატოვა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გადადგომის შესახებ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

მიღებული გადაწყვეტილება ბოლო დროს კლუბის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. სამი დღის წინ „მარსელის“ ფანები კლუბის ბაზაზე შეიჭრნენ და იქაურობა დაარბიეს.

ფანების პროტესტის მიზეზი ბოლო დროს საყვარელი გუნდის წარუმატებელი შედეგებია. ოლიმპიკელები საფრანგეთის ლიგა 1-ში 32 ქულით მეცხრე ადგილზეა და ბოლო სამი მატჩი წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135405