ფეხბურთი

13:50 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ მეიტლენდ-ნაილზი „ვესტ ბრომში“ იჯარით გაუშვა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი, ენსლი მეიტლენდ-ნაილზი, კარიერას „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“ გააგრძელებს - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. ხელშეკრულება საიჯაროა და მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

ეს „ვესტ ბრომის“ მეხუთე ახალწვეულია ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას. მამანდე მათ: ენდი ლონერგანი, რობერტ სნოდგრასი, მბაიე დიანე და ოკაი იოკუშლუ დაიმატეს.

23 წლის მეიტლენდ-ნაილზს ხუთჯერ უთამაშია ინგლისის ნაკრებში. „არსენალის“ მაისურით კი ჯამში 121 მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111914