ფეხბურთი

12:51 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სარიმ „ნაპოლის“ უარი უთხრა

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მაურიციო სარის დაბრუნება სურდა, მაგრამ სპეციალისტმა უარი შეუთვალა - წერს Sport Italia.

ნეაპოლელთა ხელმძღვანელობა სარის, სერია А-ს მატჩში „ვერონასთან“ წაგების (1:3) შემდეგ დაუკავშირდა. წყარო გვამცნობს, რომ მწვრთნელს პორადად კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ელაპარაკა, მაგრამ უარი მიიღო.

გუნდის ახლანდელი დამრიგებლის, ჯენარო გატუზოს მომავალი კი კვლავაც გაურკვეველია.

„ნაპოლი“ სერია А-ს სატურნირო ცხრილში 20 ტურის შემდეგ 37 ქულით მეხუთე ადგილზეა, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

0.168375