ფეხბურთი

23:10 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სამი ხედირა გერმანიაში დაბრუნდა

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი სამი ხედირა გერმანიის ბუნდესლიგაში დაბრუნდა, სადაც ბოლოს 2010 წელს თამაშობდა. მან კონტრაქტი ბერლინის "ჰერტასთან" ოფიციალურად გააფორმა და კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა.

ხედირამ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გაწყვეტა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ დედაქალაქურ გუნდთან 2.5-წლიან კონტრაქტი გააფორმა. სამი "ჰერტაში" 28-ე ნომრით ითამაშებს.

ხედირა ანდრეა პირლოს გეგმებში არ შედის და მიუხედავად იმისა, რომ მთელი სეზონია გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, არათუ არ უთამაშია, განაცხადში ერთხელაც არ შეუყვანიათ. სამის „იუვესთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა, მაგრამ მაღალ ხელფასს (6.5 მილიონი ევრო) იღებდა, რის გამოც კლუბის დატოვება ვადაზე ადრე მოუწია.

ხედირა „იუვენტუსის“ ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და 144 მატჩში 21 გოლი გაიტანა. იქამდე ის მადრიდის „რეალში“ თამაშობდა, ხოლო 2006-2010 წლებში, სამშობლოში „შტუტგარტის“ რიგებში ირჯებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111407