ფეხბურთი

14:10 | 1.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "ჩემპიონობა? მთავარია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვიფიქროთ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე არ ფიქრობს, რომ მისი გუნდი ჩემპიონობასთან ახლოსაა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, თამაშიდან თამაშამდე უნდა იფიქრონ და ჯერ ჩემპიონობაზე საუბარი ნაადრევია.

„კარგი დაცვა საშუალებას იძლევა, რომ თამაშში დარჩე და უკეთ გამოიყენო ფეხბურთელების უნარები შეტევაში. ჩვენს შემთხვევაში, ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნებოდა, ასე რომ, ჯერჯერობით ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. თუ მხოლოდ ან დაცვაში, ან შეტევაში ვიქნებოდით წარმატებულები, ეს საკმარისი არ იქნებოდა.

ჩემპიონობა? თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ. უმჯობესია ვარჯიშებზე ვიფიქროთ და ვიმუშაოთ. სულ მალე ჩემპიონთა ლიგა განახლდება და იმედი გვაქვს, რომ ფინალში გავალთ. ამისთვის საჭირო იქნება, რომ ყველა მოთამაშე საუკეთესო ფორმაში იყოს“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, „ატლეტიკო“ ლა ლიგას დიდი უპირატესობით ლიდერობს, „ბარსელონასა“ და „რეალს“ 10-10 ქულით უსწრებს, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „როხიბლანკო“ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.687127