ფეხბურთი

23:58 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუარესს გოლების მაჩვენებლით "ატლეტიკოში" ვიერის შემდეგ ყველაზე კარგი შედეგი აქვს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ლუის სუარესი შესანიშნავ სეზონს ატარებს და ლა ლიგის 16 მატჩში 14 გოლის გატანა მოასწრო. როგორც Opta იტყობინება, საშუალო სტატისტიკით „როხიბლანკოს“ ისტორიაში მესამე შედეგი დააფიქსირა.

სუარესს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში თამაშში საშუალოდ 0.88 გოლი გააქვს და „ატლეტიკოს“ ისტორიაში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ პრუდენს (33 გოლი 22 მატჩში, 1.5 თამაშში) და კრისტიან ვიერის (24 გოლი 22 მატჩში, 1 გოლი საშუალოდ თამაშში).

აღსანიშნავია, რომ სუარესის შედეგი საუკეთესო ვიერის შემდეგ, რომელიც „ატლეტიკოს“ ღირსებას 1997-1998 წლების სეზონში იცავდა.

აქვე შეგახსენებთ, „ატლეტიკო“ ლა ლიგას დიდი უპირატესობით ლიდერობს და „რეალს“ 10 ქულით უსწრებს, თანაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111986