ფეხბურთი

21:10 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტოიჩკოვი: "ყველაზე ბედნიერი ვიქნები, კუმანი "ბარსელონაში" ჩემპიონთა ლიგას თუ მოიგებს"

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა რონალდ კუმანის შესახებ ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მისი მეგობარი „ბლაუგრანას“ ჩემპიონთა ლიგას მოაგებინებს.

„იმედი მაქვს კუმანი „ბარსაში“ დიდხანს დარჩება, მაგრამ ვინ იცის რა მოხდება. ჩემს მეგობრებს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ფეხბურთში ბევრი რამ შედეგზეა დამოკიდებული. „ბარსელონას“ მომავალი ახლა საიდუმლოდ რჩება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა და ხდება: პანდემია არჩევნები, მაგრამ იმედი მაქვს კუმანი შეძლებს „ბარსელონაში“ ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ეს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქცევს“, - თქვა სტოიჩკოვმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115551