სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:56 | 31.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩესტერული რეკორდები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

პრემიერლიგის პირველი და ბოლო გუნდების შეხვედრის შედეგი ძნელი გამოსაცნობი არ უნდა ყოფილიყო. „სიტიმ“ თავიდანვე უჩვენა მეტოქე „შეფილდს“ ვინ ვინ არის. უკვე მე-9 წუთზე გაბრიელ ჟეზუსმა გახსნა ანგარიში. მაყურებელი გამანადგურებელი ანგარიშისთვის მოემზადა, მაგრამ მასპინძლებმა სხვაგვარი ტაქტიკა აირჩიეს, ტემპს უკლეს, ბურთის აქეთ-იქით გორება დაიწყეს და მინიმალური ძალების დახარჯვით მიიყვანეს მატჩი გამარჯვებამდე.

გვარდიოლას შეგირდები 44 ქულით კვლავაც ცხრილის ლიდერები არიან.

ეს „ქალაქელების“ ზედიზედ მე-12 გამარჯვება გახლდათ ყველა ტურნირის გათვალისწინებით. ასეთი სერია ცისფერ მანკუნიანელებს დაარსების, ანუ 1880 წლის შემდეგ არ ჰქონიათ - ამას Gracenote Live ამტკიცებს.

კიდევ, Opta Sport გვამცნობს, რომ „სიტიმ“ კიდევ ერთი ისტორიული რეკორდი დაამყარა - წლეულს იანვარში ყველა ტურნირში ცხრავე მატჩი მოიგო. ასეთი შედეგი ინგლისის ოთხ მაღალ დივიზიონში (პრემიერლიგა, ჩემპიონშიფი, ლიგა 1, ლიგა 2) დაარსების წლიდან (1888) არავის მოუხერხებია.

თანაქალაქელებს არ ჩამორჩა „იუნაიტედიც.“ მათალია, „არსენალთან“ უგოლო ფრე ითამაშა, თუმცა საკლუბო რეკორდი კი დაამყარა. „ეშმაკუნებმა“ ზედიზედ მე-18 წაუგებელი მატჩი ჩაატარეს სტუმრად.

მათმა დამრიგებელმა, ულე-გუნარ სულშერმა კი მერე თქვა: ეს ჩემპიონატი NBA-ს რეგულარულ სეხონს მაგონებს, სულ გზაში ვართო.

„იუნაიტედი“ „სიტის“ სამი პუნქტით ჩამორჩება და მეორე ადგილზე დგას, თუმცა თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

„არსენალში“ კი მნიშვნელოვანი ის იყო, რომ „მეთოფეთა“ მაისურა პირველად მოირგო ვარსკვლავგიჭუნა ნორვეგიელმა მარტინ ედეგორმა. შეგახსენებთ, რომ ის კვლავ მადრიდის „რეალის“ საკუთრებაა და ლონდონურ კლუბში იჯარის წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ინგლისი

პრემიერლიგა. 21- ტური. 30 იანვარი

სიტი - შეფილდი 1:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“

1:0 ჟეზუსი (9)

სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, ზინჩენკო, ლაპორტი, გიუნდოგანი, სილვა, ტორესი (როდრი 90), ფერნანდინიო, ფოდენი, ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

შეფილდი: რემსდეილი, ბოლდოკი, ბეშემი (მაკბერნი 78), ეგანი, ბერკი (შარპი 78), ამპადუ, ფლეკი, ლუნდსტრამი, ნორვუდი, ბოგლი, ბრიუსტერი (მაკგოლდრიკი 62)

მწვრთნელი: კრის უაილდერი

მსაჯი: დევიდ კუტი

გაფრთხილება: ნორვუდი (24), ბოლდოკი (78), ეგენი (84)

არსენალი - მანჩესტერი 0:0

ლონდონი. „ემირეითსი.“

არსენალი: ლენო, ბელერინი, ჰოლდინგი, ლუისი, სოარეში, პარტეი, ჯაკა, სმიტ-როუ (ედეგორი 83), მარტინელი (ვილიანი 46), პეპე, ლაკაზეტი (ნკეტია 90+4)

მწვრთნელი: მიკელ არტეტა

მანჩესტერი: დე ხეა, ვან-ბისაკა, შოუ, მაგუაირი, ლინდელოფი, მაკტომინეი (მარსიალი 80), ფრედი, პოგბა, ფერნანდეში, კავანი, რაშფორდი (გრინვუდი 80)

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: სოარეში (13); ვან-ბისაკა (51), პოგბა (73), მაგუაირი (76)

ევერტონი - ნიუკასლი 0:2

0:1, 0:2 უილსონი (73, 90+3)

კრისტალ პალასი - ვულვერჰემპტონი 1:0

1:0 ეზე (60)

ვესტ ბრომვიჩი - ფულემი 2:2

0:1 დე კორდოვა-რიდი (10), 1:1 ბარტლი (47), 2:1 პერეირა (66), 2:2 კავალეირუ (77)

საუთჰემპტონი - ასტონ ვილა 0:1

0:1 ბარკლი (41)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.126466
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X