ფეხბურთი

20:17 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „დღეს ამბიცია და მოტვაცია „სახლში დაგვრჩა“

პრემიერლიგის 21-ე ტურის სასტარტო მატჩში „ევერტონმა“ შინ „ნიუკასლთან“ 0:2 წააგო, რითაც ერთობ გაანაწყენა მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი.

„ძალიან დამწყდა გული. მთავარი მარტო შედეგი არ არის, არ გვქონდა ისეთი განწყობა, როგორიც „ნიუკასლს.“ ვიცი, რომ გაცილებით მეტი შეგვიძლია, მაგრამ ეს ჩვენი დღე არ იყო. ამბიცია და მოტივაცია „სახლში დაგვრჩა.“

წინა თამაში ოთხშაბათს ჩავატარეთ და ფეხბურთელებმა აღდგენა ვერ მოასწრეს. თუმცა სასტარტო შემადგენლობაში სამი თუ ოთხი მოთამაშე შევცვალე. ასე რომ, წაგების მიზეზი არა დაღლილობაში ან ტაქტიკაშია, არამედ ჩვენს თავებში“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს BBC.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10687