ფეხბურთი

19:36 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "რეალისტები უნდა ვიყოთ - "ბარსელონას" ყველაფრის მოგება არ შეუძლია"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ მის გუნდს მიმდინარე სეზონში ყველა ტიტულის მოგება არ შეუძლია. ნიდერლანდელი სპეციალისტის აზრით, „ბარსას“ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ლა ლიგაში.

„რამდენჯერმე ვთქვი, რომ სეზონში ყველაფერს ვცვლით, ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. „ბარსელონას“ ამჟამად არ შეუძლია ყველაფრის მოგება. რეალისტები უნდა ვიყოთ ცვლილელების მიმართ. მზად ვართ საბრძოლველად, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ.

ვიცით ლა ლიგაში ჩვენი მდგომარეობა - ეს რთულია, მაგრამ ვცდილბთ გავიმარჯვოთ. ჩემპიონთა ლიგაზე მეტი შანსია, აშკარა ფავორიტი არ არის. ორი შეხვედრა გვაქვს პსჟ-სთან და ვეცდებით პარიზელებს მოვუგოთ. ჩენი პიზანი არის ტიტულების მოპოვება, რადგან „ბარსელონა“ ვართ, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ“, - თქვა კუმანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113649