ფეხბურთი

18:46 | 30.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებს მარიო ჰერმოსოსა და იანიკ ფერეირა-კარასკოს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ესპანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

ორივე მოთამაშე თავიანთ სახელებში, თვითიზოლაციაში იმყოფებიან და ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობენ.

მიმდინარე სეზონში ჰერმოსომ 20 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის შესრულება მოახერხა, ხოლო ფერეირა-კარასკომ 19 თამაშში თავი 3 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. „ატლეტიკო“ ლა ლიგის უახლოეს შეხვედრას 31 იანვარს, „კადისის“ წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111114