ფეხბურთი

10:24 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი აბურჯანიამ ესპანეთში გუნდი შეიცვალა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კარიერას "კარტახენაში" გააგრძელებს. ესპანური გუნდის ვებგვერდმა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. 26 წლის ნახევარმცველმა აწ უკვე ყოფილ კლუბ "ოვიედოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

გიორგი კარტახენაში უკვე ჩავიდა და ამ გუნდის ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს. ქართველი მოთამაშე ახალ გუნდში პირველ ვარჯიშს დღეს ჩაატარებს. მოგეხსენებათ, აბურჯანია „ოვიედოში“ სეზონის წინ გადავიდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. ლა ლიგა 2-ის 22 ტურში და ის მოედანზე მხოლოდ ორჯერ გავიდა (ჯამში 83 წუთი), კიდევ ორი თამაში კი ესპანეთის თასზე ჩაატარა.

აბურჯანიას ესპანეთში „სევილია“ მეორე გუნდში, „ლუგოსა“ და ტარაგონას „ხიმნასტიკში“ უთამაშია, ხოლო ბოლო სეზონი ენსხედეს „ტვენტეში“ დაჰყო. იქამდე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ფამაგუსტას „ანორთოსისში“ და ქართულ კლუბებში - „ლოკომოტივში“, „დილასა“ და „მეტალურგში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში გიორგის 19 უგოლო თამაში აქვს ჩატარებული.

„კარტახენა“ კი ლა ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაშია ჩართული და ესპანური გუნდი 22 ტურის შემდეგ 20 ქულით აუტსაიდერთა რიგებში „სარაგოსასთან“ და „ალკორკონთან“ ერთად იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126657