ფეხბურთი

11:40 | 29.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა: "კონტრაქტის გახანგრძლივებას განვიხილავთ"

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებაზე არ ფიქრობს. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ხელშეკრულების განახლებაზე კლუბის ხელმძღვანელობას დაელაპარაკება.

„კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელი დამრჩა და ვაპირებ კლუბთან ეს საკითხი განვიხილო. ვნახოთ რა მოხდება. ახლა ჩემი მიზანია რაღაცის მოგება. ეს არის ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ. მინდა ვითამაშო საუკეთესო მოთამაშეებისა და ტოპ კლუბების წინააღმდეგ, ეს არის ჩემი ძრავა“, - თქვა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერში“ 2016 წელს დაბრუნდა და კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება. მისმა აგენტმა მინო რაიოლამ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლი „მანჩესტერში“ ბედნიერი არ არის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117668