ფეხბურთი

20:00 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ასტონ ვილამ" "მარსელიდან" მორგან სანსონი დაიმატა

26 წლის ფრანგი ნახევარმცველი მორგან სანსონი კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს. როგორც ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "მარსელის" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გააფორმა. ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისელებმა 15.8 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მორგანი "მარსელში" 2017 წელს "მონპელიედან" დაიმატა. "ოლიმპიკის" მაისურით სანსონმა 157 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 25 გოლი და 22 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118815