ფეხბურთი

18:39 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ზლატანის სამყაროში რასიზმის ადგილი არ არის"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ინტერის“ ფეხბურთელ რომელუ ლუკაკუსთან კონფლიქტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. შვედმა ტვიტერში დაწერა, რომ მისი მხრიდან არ ყოფილა რასიზმი, უბრალოდ ის უკეთესი ფეხბურთელია.

„ზლატანის სამყაროში რასიზმის ადგილი არ არის. ჩვენ ერთი რასა ვართ, ყველა ერთნაირი ვართ!!! ჩვენ ყველანი ფეხბურთელები ვართ, ზოგი სხვებზე უკეთესია“, - დაწერა ზლატანმა ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის მეოთხედფინალში იბრაჰიმოვიჩმა და ლუკაკუმ პირველი ტაიმის ბოლოს იჩხუბეს და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც ორივე ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. რაც შეეხება მატჩს, „ინტერმა“ 2:1 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

0.108219