ფეხბურთი

17:18 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილს "ანორთოსისის" დატოვება სურს

თორნიკე ოქრიაშვილს „ანორთოსისში“ დარჩენა აღარ სურს. როგორც კვიპროსული მედია იტყობინება, ქართველი ფეხბურთელის სურვილია კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს, მაგრამ კონკრეტულად სად, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ოქრიაშვილს ფამაგუსტელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მის განახლებას არ აპირებს. ამრიგად, „ანორთოსისს“ მასთან შელევა უფასოდ მოუწევს. თუმცა, თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე წინადადება იქნება, შეიძლება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით თემურ ქეცბაიას გუნდმა თორნიკე გაუშვას, მაგრამ ეს ძნელად წარმოსადგენი სცენარია, რადგან „ოქრის“ ახლა ტრავმა აქვს და სატრანსფერო ფანჯარაც იხურება.

ოქრიაშვილი „ანორთოსისს“ 2019 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონი მან კარგად დაიწყო, 8 მატჩში 4 გოლიც გაიტანა, მაგრამ შემდეგ ნოემბერში საქართველოს ნაკრებში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ უთამაშაშებელია.

შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისში“ თორნიკე ოქრიაშვილის გარდა, გიორგი ქვილითაია, გიორგი ლორია და მურთაზ დაუშვილი თამაშობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117934