სხვა

3:26 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკო შვარცმა შლადმინგის ღამის რბოლაშიც გაიბრწყინა

ავსტრიის შლადმინგში, ხელოვნური განათების აკომპანიმენტით ჩატარებულ სლალომში, ბადალი არ ჰყავდა ავსტრიელ მარკო შვარცს, რომელმაც ამ სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა და დამაჯერებლად ლიდრობს სლალომის ჩათვლას.

მიმდინარე სეზონში შვარცმა მეექვსედ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა და აქედან ორჯერ, უმაღლესი საფეხური დაიკავა. სლალომში მას 489 ქულა აქვს დაგროვილი და პირველი ადგილი უკავია. ის უახლოეს მდევარს, ნორვეგიელ სებასტიან ფოს-სოლევააგს 131 ქულას უგებს, აბსოლუტურ კლასიფიკაციაში კი მეოთხე ადგილზე იმყოფება.

„შლადმინგში გამარჯვება საოცარია. ეს კლასიკაა. პირველ ცდაზე მეექვსე დრო მქონდა და აქედან პირველზე ასვლა ძალიან ძნელი იყო“, - განაცხადა შვარცმა, ვინც

ორ ფრანგს - კლემენ ნოელს და ალექსის პინტუროს აჯობა. პირველი 0.68 წამით ჩამოიტოვა, მეორე კი - 0.82 წამით.

შლადმინგში რბოლებს 40 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრება ხოლმე, მაგრამ ამჯერად მათ რბოლას ტელეეკრანით უყურეს. ძლიერმა თოვლმა თავისი დაღი დაასვა შედეგებს - ბოლო სამმა მოთხილამურემ, გამარჯვებული სამის შედეგებთან მიახლოებაც ვერ შეძლო.

შლადმინგის რბოლა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მასზე კარიერა დაასრულა 41 წლის ფრანგმა ჟულიან ლიზერომ, ვინც მსოფლიო თასზე 20-ზე მეტი სეზონი გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112602