სხვა

2:57 | 27.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტესა ვორლიმ გიგანტური სლალომი მოიგო

იტალიის სამთო კურორტ კრონპლატცში გამრთული მსოფლიო თასის გიგანტური სლალომი ფრანგი ტესა ვორლის გამარჯვებით დასრულდა. ეს 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ, მის მიერ მსოფლიო თასზე მოპოვებული პირველი გამარჯვებაა.

ვორლიმ პირველ ცდაზე მხოლოდ მეხუთე საუკეთესო დრო დააფიქსირა. ორი ცდის ჯამში კი კარგ ფორმაში მყოფ მეტოქეებს, შვეიცარიელ ლარა გუტ-ბერამის და იტალიელ მარტა ბასინოს აჯობა. მეორეზე გუტ-ბერამი გავიდა, ვინც გამარჯვებულს 0.27 წამით ჩამორჩა. მესამეზე კი ბასინო დარჩა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ერთი ნაწილი ამბობდა - შენ ეს შეგიძლია. მეორე ნაწილი კი ამბობდა - შესაძლოა, გამარჯვებისთვის მზად არ ხარ. ვიცოდი, რომ დღეს ძალიან დიდი ბრძოლა მელოდა. მინდოდა, რომ მაქსიმალურად გამერისკა, რომ მერე გული არაფერზე დამწყვეტოდა. მოგებაზე არ მიფიქრია. უბრალოდ, ფერდბზე ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო“, - ყვება 31 წლის ვორლი, ვინც ამ სეზონში მანამდე ორჯერ იდგა კვარცხლბეკის ორ ქვედა საფეხურზე.

ვორლიმ კარიერაში გიგანტური სლალომის მე-14 რბოლა მოიგო. წინა გამარჯვება მან 2018 წელს, ზოლდენში მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119571