ფეხბურთი

20:46 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" თურქულ შეკრებაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ თურქეთში მეორე სპარინგმატჩი ჩაატარა. დედაქალაქური გუნდი, რომელიც სამი დღის წინ სერბულ „რადნიკთან“ დამარცხდა (0:1), ამჯერად კიდევ ერთ სერბულ მეტოქეს, „ნაპრედაკს“ დაუპირისპირდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ისევ ერთმა გოლმა გადაწყვიტა მისი ბედი, რომელიც ამჯერზე დინამოელებმა გაიტანეს.

ლევან წოწონავას პასით პირველი ტაიმის შუაწელს ზორან მარუშიჩმა ქართული გუნდის რიგებში სადებიუტო გოლი მიითვალა. სერბის გოლმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებას აგრძელებს და მომდევნო შეხვედრას 29 იანვარს, უკრაინული „კოლოსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118772