ფეხბურთი

19:44 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟორდი ალბა: "ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე საძულველი მოთამაშე ვარ"

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ჟორდი ალბამ განაცხადა, რომ ის ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საძულვევი მოთამაშეა და ეს იცის. თუმცა, ესპანელის განცხადებით, ის მოედანს მიღმა სულ სხვანაირი ადამიანია და რაც მინდორზე ხდება, ცხოვრებასთან კავშირი არ აქვს.

„აშკარაა, რომ ხალხი ფეხბურთის მეშვეობით მიცნობს და ფიქრობენ, რომ მე ვარ ერთ-ერთი ყველაზე საძულველი მოთამაშე ფეხბურთის სამყაროში. მეც ვფიქრობ, რომ ასეა. მიმაჩნია, ეს გამოწვეულია ჩემი სათამაშო სტილით, მაგრამ ამან განაპირობა ის, რომ დღეს ფეხბურთელი ვარ. არია ადამიანები, რომლებიც ისე მიცნობენ, როგორიც მოედანს მიღმა ვარ - თავმდაბალი ადამიანი.

მოთამაშეს არაფერი აქვს საერთო ადამიანურ მხარესთან. დიახ, მართალია ჩემი სათამაშო სტილი ბინძურია და მე მესმის ეს სიძულვილი, მაგრამ მე მხოლოდ ასეთი არ ვარ“, - თქვა ალბა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120619