ფეხბურთი

17:04 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. იტალიელი მწვრთნელი „უდინეზესთან“ (0:0) მატჩის ბოლოს გააძევეს.

კონტე უკმაყოფილო დარჩა მსაჯის, ფაბიო მარესკას მიერ თამაშზე დამატებული წუთების რაოდენობით (4), ის ითხოვდა, რომ არბიტრს მეტი უნდა დაემატებინა, რის გამოც პროტესტი ემოციურად გამოხატა და წითელი ბარათი მიიღო.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით კონტე „ინტერის“ სათადარიგო სკამზე „ბენევენტოსთან“ და „ფიორენტინასთან“ მატჩებში არ იქნება. გარდა ამისა, იტალიელი მწვრთნელი 20 000 ევროთი დააჯარიმეს.

კონტესთან ერთად „უდინეზესთან“ გუნდის მენეჯერი გაბრიელე ორიალიც გააძევეს, რომელიც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით და 5 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110991