ფეხბურთი

11:52 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკომ „რომას“ დატოვება გადაწყვიტა

„რომას“ თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ, კლუბი შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს - გვამცნობს Calciomercato.com.

წყაროს მტკიცებით, 34 წლის ბოსნიელს მთავარ მწვთნელ პაულუ ფონსეკასთან მოუვიდა ჩხუბი და წასვლაც ამად უნდა. საქმეს ის ართულებს, რომ დღემდე მან მხოლოდ „ვესტ ჰემისგან“ მიიღო შეთავაზება, რომელში თამაშიც არ სურს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჯეკო გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს. ფონსეკამ მას კაპიტნის სამკლავურიც ჩამოართვა.

ჯეკო „რომას“ ღირსებას 2015 წლიდან იცავს.

0.146899