ჩოგბურთი

12:46 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი და ნადალი სეზონს 2 თებერვალს დაიწყებენ

მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ესპანელი რაფაელ ნადალი, ახალ სეზონს 2 თებერვალს დაიწყებენ. ავსტრალიის ღია პირველობის წინ, ისინი ATP-ს თასის გუნდურ ტურნირზე იასპარეზებენ.

იმავე ტურნირზე, რომელიც მელბურნ პარკის კორტებზე ჩატარდება, მათთან ერთად გამოვლენ მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ავსტრიელი დომინიკ თიმი და მეოთხე ჩოგანი, რუსი დანიილ მედვედევი.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი სერბეთის გუნდია, რომელსაც ჯოკოვიჩი გაუძღვება. ის პირველ შეხვედრას კანადის გუნდთან, როდ ლეივერ არენაზე ჩაატარებს, მეორე ტურში კი გერმანიას დაუპირისპირდება. შარშანდელ ბოლო შეხვედრაში ჯოკოვიჩმა თიმი დაამარცხა. ავსტრიის გუნდი ამჯერად ტურნირზე გამოსვლას იტალიასთან შეხვედრით დაიწყებს.

ესპანეთმა შარშან ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა. ესპანეთი ამჯერად ავსტრალიასთან დაპირისპირებით დაიწყებს, რუსეთი კი არგენტინას შეხვდება.

ATP-ს თასი პირველად შარშან გაიმართა და მასში 24 გუნდი მონაწილეობდა. ის სამ ქალაქში ჩატარდა. მაგრამ პანდემიის გამო, ამჯერად მონაწილეთა რიცხვი რვამდე შემცირდა და მასპინძელიც მხოლოდ ერთი ქალაქი - მელბურნია.

0.102339