სხვა

3:59 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბირთვის კვრაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბირთვის კვრაში, ამერიკელმა რაიან კროუსერმა, დახურული არენებისთვის მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ფეიეტვილში (შტატი ორეგონი) ამერიკის მძლეოსანთა ლიგის სერიის პირველ შეჯიბრზე, მან ბირთვი 22.82 მეტრზე გადააგდო, რითაც ძველი რეკორდი 16 სანტიმეტრით გააუმჯობესა.

სწორედ ძველი რეკორდი, რადგან ის 32 წლის წინათ იყო დამყარებული. 1989 წელს, ამერიკელმა რენდი ბარნსმა ბირთვი 22.66 მეტრზე გადააგდო. 28 წლის კროუსერმა, ვინც ოლიმპიური ოქრო რიოს 2016 წლის თამაშებზე მოიპოვა, რეკორდული კვრა პირველივე ცდაზე შეასრულა.

უფრო მეტიც, კროუსერს ახალი რეკორდის დამყარება მესამე ცდაზეც შეეძლო, როდესაც ბირთვი 22.70 მეტრზე გადააგდო. მისი ბოლო ცდაც შესანიშნავი იყო - 22.48 მეტრი, თუმცა ის ძველ რეკორდს ვერ სჯობდა.

„ეს ახალი სეზონის ძალიან კარგი დასაწყისია“, - მოკლედ განაცხადა რეკორდსმენმა, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე, რიოში მოპოვებული ტიტულის დასაცავად ემზადება.

0.123834