ფეხბურთი

1:39 | 26.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" მცველი კორონავირუსის გამო მოისაკლისა

მადრიდის „რეალში“ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. „სამეფო კლუბმა“ საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებული განცხადებით დაადასტურა, რომ ნაჩო ფერნანდესი დაინფიცირდა.

ესპანელი მცველი თავს კარგად გრძნობს და პროტოკოლის თანახმად თვითიზოლაციაში იმყოფება. მადრიდულ გრანდში რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანსაც აღმოაჩნდა.

ნაჩო მადრიდული გრანდის უახლოეს მატჩებს გამოტოვებს და გამოჯანმრთელებამდე გუნდს ვერ ვერ შეუერთდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111581