ფეხბურთი

22:50 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "მილანი" მხოლოდ იბრაჰიმოვიჩი არ არის"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იტალიის თასის მეოთხედფინალური მატჩის წინ, რომელსაც მისი გუნდი „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს, კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტი არ ფიქრობს, რომ "მილანი" მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩია და ამიტომ, ყურადღება სხვებზეც უნდა გაამახვილონ.

„ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მომდევნო ეტაპზე გასვლა მნიშვნელოვანია ისეთ ტურნირზე, როგორიც იტალიის თასია და რომელსაც პატივს ვცემთ. გუნდური თამაში გვჭირდება. იბრაჰიმოვიჩი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს „მილანი“ მხოლოდ ზლატანი არ არის. ეს ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდია. ჩვენ კი ბევრად უფრო ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით მომენტის დასრულების დროს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „მილანის“ მატჩი 26 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110622