ფეხბურთი

19:56 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიში" გატუზო შესაძლოა ბენიტესმა შეცვალოს

იტალიურ „ნაპოლიში“ შესაძლოა მთავარი მწვრთნელი შეიცვალოს. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, ჯენარო გატუზოს მუშაობა არადამაკმაყოფილებლად ფასდება და არაა გამორიცხული თუ კლუბი წარუმატებელ თამაშს გააგრძელებს, დაითხოვონ.

მისი ადგილი კი შესაძლოა, რაფაელ ბენიტესმა დაიკავოს. აურელიო დე ლაურენტისი ესპანელ სპეციალისტს კარგად იცნობს, რადგან ის „ნაპოლიში“ 2013-2015 წლებში უკვე მუშაობდა და საკმაოდ წარმატებითაც.

„ნაპოლის“ რაფამ ორ სეზონში ორი ტიტულიც მოაგებინა - იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. თუმცა 2015 წლის ზაფხულში წინადადება მადრიდის „რეალისგან“ მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა.

ბენიტესი ბოლოს ჩინეთში, „დალიანის“ თავკაცი იყო და რამდენიმე დღის წინ გუნდი დატოვა, შესაბამისად, ახალი წინადადებებისთვის მზადაა. მას სხვადასხვა დროს „ვალენსიაში“, „ლივერპულში“, „ჩელსისა“ და „ნიუკასლშიც“ უმუშავია.

რაც შეეხება „ნაპოლის“, ნეაპოლური გუნდი სერია A-ში მეექვსე ადგილზეა და ბოლო ტურში „ვერონასთან“ წააგო, ხოლო მანამდე იტალიის სუპერთასზე „იუვენტუსთან“ განიცადა მარცხი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116011