ავტოსპორტი

4:32 | 25.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ოჟიემ მონტე კარლოს რალი მერვედ მოიგო

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, „ტოიოტას“ ფრანგმა მრბოლმა სებასტიან ოჟიემ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. მან მერვედ მოიგო მონტე კარლოს რალი, რაც მსოფლიო ჩემპიონატებზე მის მიერ მოპოვებული 50-ე გამარჯვებაა.

ფრანგმ, ვინც მონტე კარლოს მახლობლად, გაპში დაიბადა, სადაც რბოლაა ბაზირებული, უელსელ თანაგუნდელ ელფინ ევანსს 32.6 წამით აჯობა. მესამეზე კი რბოლის შარშანდელი გამარჯვებული, ბელგიელი ტიერი ნოივილი (ჰიუნდაი) გავიდა, რომელმაც „ტოიოტას“ მრბოლებს კვარცხლბეკის სამივე საფეხურის დაკავების საშუალება არ მისცა.

ოჟიემ მონტე კარლოს რალი, ხუთი სხვადასხვა კომპანიის გუნდთან ერთად მოიგო. ცნბისათვის, ეს რბოლა შვიდჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონს, სებასტიან ლოებს. ოღონდ, ოჟიეს ერთი გამრჯვება იმ დროზე მოდის (2009 წელს), როცა მონტე კარლოს რალი არ იყო მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპი და „მხოლოდ“ საერთაშორისო რალი ჩელენჯის კალენდარში შედიოდა.

„საოცარი მანქანაა. რბოლით ძალიან ვისიამოვნე. სიხარულით ლამის ვიტირო. კიდევ ერთ სეზონში მონაწილეობა სწორი გადაწყვეტილება იყო“, - ამბობს 37 წლის ოჟიე, ვინც რალის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია და შარშანდლი ტრიუმფის შემდეგ, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერის დასრულებას აპირებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113703