რაგბი

19:35 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არმაზი 10:31 ბათუმი

‘ბათუმმა’ მარნეულის ‘არმაზს’ მეორე ტაიმში ოთხი ლელო გაუტანა, 31:10 გამარჯვებით ბონუსიც მიითვალა და „ბ“ ჯგუფში ლიდერთა სამეული გამოკვეთა.

„შევარდენზე“ გამართულ მატჩში ‘არმაზი’ რეზი ჯინჭველაშვილის ჯარიმით დაწინაურდა და მთელი 25 წუთი მატჩის სადავეებს ფლობდა, მაგრამ მერე სტუმრებმა იმძლავრეს, მარცხენა ფრთაზე ბურთი ხელდახელ გაითამაშეს და ანზორ სიჭინავამ ლელო ალამთან გაიტანა.

სტუმრებმა ტაიმი მხოლოდ 2 ქულის სხვაობით მოიგეს, მეორე ნახევრის დასაწყისში კი გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლნენ და ვაჟა თაგაურმა თავისი გუნდის მეორე ლელო გაიტანა. მერე ფრთაზე დავით ტრაპაიძე გაიქცა და ლელოში ზურაბ თუთბერიძე შეუშვა, ბექა ურჯუკაშვილმა კი გარდასახა.

‘ბათუმი’ არც ამის შემდეგ გაჩერდა და 62-ე წუთზე გიორგი გოგიტიძემ ‘ბათუმის’ ბონუსი გაამყარა. ლუკა მატკავამ მეტოქეს 22-იდან ფეხით გამოსვლისას დაუფარა და ერთადერთ საპასუხო ლელოს გარდასახვაც მიაყოლა, მაგრამ სულ ბოლოს ლელო ხვიჩა ბუჯიაშვილმა გაიტანა და ურჯუკაშვილმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 31:10.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბექა ურჯუკაშვილი დასახელდა.

0.114517