ფეხბურთი

14:52 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დუბლი გაიფორმა (+VIDEO)

ყაზანის „რუბინი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის თურქეთში ემზადება და მეორე სპარინგ მატჩი გამართა. რუსული გუნდი „სოჭის“ დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 3:2 იმარჯვა.

კვარაცხელიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა და შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა. ახალგაზდა ფეხბურთელი კარგ ფორმაშია და აღნიშნულ შეხვედრაში დუბლის გაფორმება შეძლო.

ანგარიში იუსუპოვმა მე-6 წუთზე გახსნა, თუმცა 12 წუთში კვარაცხელიამ წონასწორობა აღადგინა. ხვიჩამ მეტოქე გუნდის მცველი მოატყუა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გასჭირვებია. „სოჭი“ პირველ ტაიმში კიდევ ერთხელ დაწინაურდა და ზაბოლოტნის გოლით შესვენებაზე გუნდები სწორედ ამ ანგარიშით გავიდნენ - 1:2.

მეორე ნახევარში ქართველმა ფეხბურთელმა თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა, მან პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც თავადვე დაარტყა და ამჯერად თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მოახერხა გათანაბრება - 2:2. გამარჯვების გოლი კი 66-ე წუთზე იგნატიევმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საბოლოოდ ყაზანურმა გუნდმა 3:2 იმარჯვა, ხოლო მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს, „ხიმკის“ წინააღმდეგ გამართავს.

0.151042