ფეხბურთი

11:58 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ვეთანხმებით თუ არა, მსაჯის გადაწყვეტილებებს უნდა შევეგუოთ"

მილანის „ინტერმა“ სერია A-სმე-19 ტურში „უდინეზეს“ ვერ მოუგო (0:0), არადა, რომ ემარჯვა, ზამთრის ჩემპიონი გახდებოდა. მატჩის ბოლოს ანტონიო კონტე მსაჯმა პროტესტის გამო გააძევა და როგორც იტალიელმა განაცხადა, მან მსაჯთან შეხვედრაზე დამატებული წუთების გამო იკამათა.

„ცოტა მეტი დროის დამატება შეეძლო. ეს გავაპროტესტე, მან ჯერ გამაფრთხილა და შემდეგ გამაძევა. ოთხი წუთი მოკლედ მეჩვენებოდა, მაგრამ მსაჯმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და ჩვენ უნდა შევეგუოთ ამას, თუნდაც არ ვეთანხმებოდეთ.

„მილანის“ წაგებით ვერ ვისარგებლეთ? ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვუყუროთ და არა სხვებს. უნდა გავაუმჯობესოთ ის, რასაც ვაკეთებთ. ზრდის შესაძლებლობა არსებობს, უფრო ზუსტნი უნდა ვიყოთ. დაკარგული შანსი? როგორც ყოველთვის ვამბობ, ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ. არ უნდა ვიფიქროთ „მილანზე“ და „მილანის“ მარცხზე. შეგვეძლო უფრო ზუსტნი ვყოფილიყავით, მაგრამ ბოლო მომენტში ხარისხის ნაკლებობა იყო.

იტალიის თასი? სერია A კლუბისთვის მნიშვნელოვანია თუნდაც ეკონომიკურად და რა თქმა უნდა, ჩემპიონატი უფრო მნიშვნელოვანია იტალიის თასთან შედარებით. მაგრამ გვინდა იტალიის თასს პატივი ვცეთ“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ინტერი“ 41 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო სამშაბათს იტალიის თასის მეოთხედფინალში დერბი დელა მადონინა ელოდება „მილანის“ წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114284