ფეხბურთი

15:22 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ზამთრის ჩემპიონობა არაფერს მაძლევს, შეტევაში მარტო დამტოვეს"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბერგამოს „ატალანტასთან“ (0:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შვედი ფეხბურთელის განცხადებით, შეტევაში თავს მარტო გრძნობა და ეს წაგება მალე უნდა დაივიწყონ.

ზლატანისთვის ზამთრის ჩემპიონობა ბევრს არაფერს ნიშნავს და განაცხადა, რომ ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, მხოლოდ გზის ნახევარზე არიან.

„ბევრი რამ გვაკლდა. ეს ჩვენი დღე არ იყო, არ მინდა დამარცხების შემდეგ საბაბი ვეძებო. ყველა თამაშმა შედეგი უნდა მოიტანოს და დღეს ეს ვერ შევძელით. ახლა მნიშვნელოვანია ენერგია აღვიდგინოთ და დაველოდოთ მომდევნო თამაშს ამ მარცხისგან თავის დასაღწევად. ბევრი წაუგებელი თამაშის შემდეგ ორი მატჩი წავაგეთ, გუნდს ჩემი აზრით, ზოგიერთი მოთამაშე აკლია, არიან გამოუცდელი მოთამაშეები, ახალგაზრდები იზრდებიან. ჩვენ ვმუშაობთ და მსხვერპლზე მივდივართ, ჩვენ პირველები ვართ, მაგრამ ზამთრის ჩემპიონად ყოფნა არაფერს მაძლევს და არაფერს ნიშნავს.

დერბი იტალიის თასზე? ამ წაგების შემდეგ ფეხზე უნდა წამოვდგეთ. კარგი ის არის, რომ შემდეგ თამაში რამდენიმე დღეშია, შეგვიძლია უკეთ ვითამაშოთ. „ინტერთან“ ლამაზი თამაში იქნება, ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ და მაქსიმალურად მოვემზადოთ. ილიჩიჩი? როდესაც ბევრ დროს მისცემ, თამაში ადვილია, თუ ზეწოლას მოახდენ, უფრო ძნელია. მას ბურთთან ბევრი დრო ჰქონდა და კარგად გამოსდიოდა, კიდევ უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლო, ძალიან თავაზიანი იყო. ასეა ჩემს შემთხვევაშიც - თუ არავინ ამიყვანს, მაქვს დრო უფრო მეტი საქმის გასაკეთებლად.

ზამთრის ჩემპიონობა? არ ნიშნავს, რომ ეს არაფერია, მაგრამ ჯერ მხოლოდ ნახევარ გზაზე ვართ. ეს ნიშნავს, რომ აქამდე კარგად ვიარეთ, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებუკა. ეს არის ყველაზე რთული პერიოდი, ბევრი თამაში წინაა და ფიზიკურად კარგად უნდა ვიყოთ. მარტო ვიყავი შეტევაში? პირველ ტაიმში თავს მარტო ვგრძნობი. თამაშამდე ვთქვი, რომ ჩემთან ახლოს ყოფნაა საჭირო, რომ შეტევა გავაკეთოთ, მაგრამ თავს მარტო ვგრძნობდი. თუმცა, შეიძლება ეს „ატალანტას“ დამსახურება იყოს, იმ ზეწოლით, რომელშიც მოგვაქცია.

რა ვუთხარი მანჯუკიჩს? ის ბევრს არ ლაპარაკობს, თქვენც ხედავთ. მივესალმეთ სლავურად, იტალიურად. პიოლიმ ჰკითხრა, სურდა თუ არა რამის თქმა და მან თქვა - არა. ის ძალიან სერიოზული და კონცენტრირებული ადამიანია, თავისი სივრცე სჭირდება“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, „მილანი“ „ატალანტასთან“ უშანსო მარცხის მიუხედავად, ზამთრის ჩემპიონი გახდა და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 2 ქულით უსწრებს. ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118202