ფეხბურთი

10:22 | 24.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას თანაგუნდელი: "ჯაბას ადაპტაცია არ ეტყობოდა, მომავალში ძალიან დაგვეხმარება"

ფრანგული „ვალანსიენის“ რიგებში ჯაბა კანკავას დებიუტი შედგა და „შატორუსთან“ (3:3) მატჩში შეუცვლელად ითამაშა. ამ შეხვედრაში ჯაბამ საკმაოდ კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს სულ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

კანკავას გარდა, დებიუტი ჰქონდა გაეტან რობაილს, რომელმაც 3 საგოლე პასი მიითვალა, აქედან ორჯერ ასისტენტობა ჟოფრი კუფოს გაუწია, რომელმაც თამაშის შემდეგ დებიუტანტების შესახებ ცალკე ისაუბრა:

„გაეტან რობაილმა და ჯაბა კანკავამ ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთეს. მათში ადაპტაციის პერიოდს ვერ ვგრძნობდით. თითქოს ისინი ჩვენთან უკვე რამდენიმე კვირა არიან. მომავალში ბევრ სასიკეთოს მოგვიტანენ. ვნახეთ, რომ გაეტანი ამ საღამოს გადამწყვეტი იყო. გვჭირდება ასეთი მოთამაშეები, როლებიც საშუალებას გვაძლევენ ნაბიჯი წინ გადავდგათ“, - თქვა კუფომ.

შეგახსენებთ, ჯაბა კანკავა „ვალანსიენს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა. ის ძალიან კარგად იცნობს ფრანგული გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლივიე გეგანს, რომელთან ერთადაც ჯერ კიდევ „რეიმსში“ მუშაობდა. აქვე გეტყვით, რომ "ვალანსიენი" საფრანგეთის ლიგა 2-ში 28 ქულით მერვე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121908