ფეხბურთი

21:24 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: „ევერტონი“ საჩემპიონო რბოლაში არ მონაწილეობს“

„ევერტონის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყნის ჩემპიონობა მისი გუდისთვის ჯერ ნაადრევია და მათი მიზანი ევროთასებზე მოხვედრაა.

„სიმართლე გითხრათ, საჩემპიონო რბოლაში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. გვინდა ევროთასების ზონაში მოვხვდეთ. ამას სეზონის დასაწყისშივე ვამბობდი. ახლა კარგ პოზიციაზე ვართ (მეექვსე ადგილი პრემიერლიგაში) და აქ დარჩენა გვსურს. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ტიტული კი მოიმდინარე სეზონში ნამეტანი იქნებოდა.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113814