ფეხბურთი

19:43 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "უნდა ვთქვა, რასაც ვხედავ, თუ არ მოგწონთ, სხვა მწვრთნელი მოიყვანეთ"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ფეხბურთელების კრიტიკის შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, უნდა თქვას სიმართლე, რადგან გუნდისთვის კარგი სურს.

„ტყუილის თქმას არ ვაპირებ. მე ვსაუბრობ იმაზე, რასაც ვხედავ, ხშირად გუნდი საუკეთესოდ თამაშობს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კრიტიკას მიიღებენ. თუ „ბარსაში“ თამაშობ, მომთხოვნი უნდა იყო. მე პატივს ვცემ ფეხბურთელებს და მინდა მათ დავეხმარო. უნდა ვთქვა ის, რასაც ვხედავ, თუ არადა, სხვა მწვრთნელი მოიყვანეთ“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ესპანეთის თასის 1/16 ფინალში მესამე დივიზიონის ბინადარი „კორნელია“ დამატებით დროში 2:0 დაამარცხა. „ბლაუგრანა“ მომდევნო მატჩს 24 იანვარს, ლა ლიგაში, „ელჩესთან“ გამართავს.

0.112833