ფეხბურთი

19:03 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისი" თურქულ შეკრებაზე პირველ სპარინგში დამარცხდა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სერბულ „რადნიკს“ დაუპირისპირდა.

სერბები პირველ ტაიმში ზორან დანოსკიმ დააწინაურა და მიუხედავად იმისა, რომ თბილისელებს ანგარიშის გასათანაბრებლად საკმარისი დრო ჰქონდათ, მეტოქის კარში გოლი ვერ გაიტანეს.

შედეგად, გიორგი ნემსაძის გუნდი პირველ სპარინგშეხვედრაში დამარცხდა. „დინამო თბილისი“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 26 იანვარს, კიდევ ერთი სერბული გუნდის, „ნაპრედაკის“ წინააღმდეგ გამართავს.

„დინამო თბილისი“ – „რადნიკი“ (სერბეთი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 დანოსკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115556