ფეხბურთი

17:57 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟ ვეა: "რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო არ არის, მაგრამ სამაგალითოა"

ლეგენდარულმა ლიბერიელმა ფეხბურთელმა ჟორჟ ვეამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. 1995 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის აზრით, პორტუგალიელი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი არ არის, მაგრამ ნამდვილი მაგალითია, რადგან მან ყველაფერს თავდაუზოგავი შრომით მიაღწია.

„რონალდუ შესანიშნავი მაგალითია. ის არის უმაღლესი დასტური იმისა თუ როგორ არის შესაძლებელი მუშაობისა და ვნების წყალობით წარმოუდგენელი მიზნების მიღწევა. რონალდუს ამბავი გიყვება, რომ თუ რამის გაკეთება შეგიძლია, შეძლებ გააკეთო.

ის არ არის მსოფლიოში საუკეთესო, მაგრამ საუცხოოდ ივარჯიშა იმისთვის, რომ საუკეთესო გამხდარიყო. მისი თაყვანისმცემელი ვარ, რადგან არ დაკარგა თავმდაბლობა და დაიმსახურა ყველაფერი, რაც აქვს, იბრძოდა თითოეული მეტრისთვის, რომ მიეღწია იმისთვის, სადაც ახლა არის“, - თქვა ვეამ.

0.112811