სხვა

15:27 | 23.01.2021 | ნანახია [] - ჯერ

იოსიჰიდე სუგა: "იაპონია ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას აგრძელებს"

იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოსიჰიდე სუგას განცხადებით, ქვეყნის მთავრობა ტოკიოში უსაფრთხო ოლიმპიური თამაშების ჩატარებისკენ კვლავინდებურად ისწრაფვის და დედაქალაქის ადმინისტრაციასთან და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) თანამშრომლობით შეჯიბრებებისთვის მზადებას აგრძელებს.

ოლიმპიური თამაშები კორონავირუსზე კაცობრიობის გამარჯვების სიმბოლო უნდა გახდეს. თამაშების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, ტოკიოს ადმინისტრაციასთან და IOC-თან მჭიდრო თანამშრომლობას ვაგრძელებთ," - იაპონიის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა იოსიჰიდე სუგამ.

0.119785